ხუასრო ანუშირვანი // ხოსროვ // ხოსრო I, სპარსთა მეფე, სასანიდური ირანის 22-ე შაჰინშაჰი 531 – 579 წწ., კავად I-ის ვაჟი, პეროზ I-ის შვილიშვილი; ითვლება სასანიანთა დინასტიის ყველაზე გამოჩენილ წარმომადგენლად. მისი ბრძანებით ქ. გუნდეშაბურში დაარსდა მედიცინისა და ფილოსოფიის სკოლა, ირანში ინდოეთიდან გავრცელდა ჭადრაკი. გადმოცემით, ამავე პეიოდში დაიწყეს სპარსეთში ნარდის თამაშიც. ხოსროს მეფობის დროს ქართლში მოსულა და მცხეთაში დასახლებულა ეროვნებით სპარსი, სარწმუნოებით მაზდეანი გვირობანდაკი, იგივე წმ. ევსტათი მცხეთელი.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].