ჯა ჯვ ჯი ჯმ ჯო ჯუ
ჯავ ჯალ ჯაფ

ჯავახეთი

მხარე სამხრეთ საქართველოში, ზემო ქართლში, მესხეთში; მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების სამცხის, ჯავახეთისა და თორის ტერიტორიებს. წყაროებში „ზაბახას“ სახელწოდებით პირველად ძვ. წ. 785 წ. იხსენიება ურარტუს მეფის, არგიშტ I-ის, წარწერაში. უძველეს ხანაში ქართლის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო იყო. გიორგი მერჩულის ცნობით, ჯავახეთში გაიმართა საეკლესიო კრება, მოწვეული საქართველოს მთავრის, გვარამ მამფალის, მიერ, რომელზეც გადაწყდა არსენის კათოლიკოსობის საკითხი.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9