შუა საუკუნეების ქართული მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში; იხსენიება კლარჯეთის „ათორმეტ უდაბნოთა“ შორის. მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, ართვინის რაიონში ისტორიულ სოფ. ჯმერკთან (ქორდეთი, თურქ. Çımenli ჩიმენლი) ახლოს. გიორგი მერჩულის თანახმად, ჯმერკის სავანე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობისაა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].