ადგილი საიქიოში, სადაც ცეცხლში იტანჯებიან ცოდვილთა სულები; ძველი ბერძენი მწერლები ამ სიტყვით აღნიშნავდნენ სულთა სამყაროს (სამეფოს), მკვდართა სამყოფელს, რომელსაც განაგებდა პლუტონი; ახალი აღთქმის მიხედვით, ჯოჯოხეთი სულის სასიკვდილო მდგომარეობა, ცოდვილთა დასასჯელი ადგილია, სამოთხის საწინააღმდეგო სამყოფელი, ადამიანის მიერ ღვთის საბოლოოდ დაკარგვის მდგომარეობა, როდესაც თავისუფლების ბოროტად გამოყენების შედეგად ის შეგნებულად უარყოფს ღმერთს და თავად გარიყავს საკუთარ თავს ღმერთსა და ნეტარებთან თანაზიარებიდან. ეკლესია ამტკიცებს ჯოჯოხეთის არსებობას და მის მარადიულობას, თუმცა, აგრეთვე, ასწავლის, რომ ღმერთი არავის განუსაზღვრავს წინასწარ ჯოჯოხეთში მოხვედრას: ესაა შედეგი ღმერთთან ნებაყოფლობითი მტრული დამოკიდებულებისა, რომელშიც ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე რჩება.