აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არგ არდ არე არვ არი არმ არს არტ არქ არშ არჩ

„არჩილ მეფის წამება“ // „შესხმაჲ და წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი“

თხზულება მოგვითხრობს VIII ს. ბოლოს არაბების მიერ ქართლის მეფის არჩილის წამების შესახებ. „წმ. არჩილის წამება“, რომელიც შეტანილია „ქართლის ცხოვრებაში“ და ლეონტი მროველს მიეწერება, ემყარება არჩილის თანამედროვის მონათხრობსა და ჯუანშერის თხზულებას. ორივე ეს თხზულება საფუძვლად დაედო „წმ. არჩილის წამების“ XVIII საუკუნეში შესრულებულ ორ ახალ ვერსიას: პირველი ეკუთვნის ქართლის კათოლიკოს ბესარიონ ორბელიშვილს (1730 – 1737 წწ.) „შესხმაჲ წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, მეფისა მის ქართველთასა, რომელი იყო ნათესავი და ტომი ხუასროვანთა სპარსთა მეფისა და იწამა ქართლს შინა ჭიჭუმ მძლავრისა მიერ, რომელსა ეწოდა ასიმ“. მას მეტაფრასული მწერლობისათვის დამახასიათებელი ხერხებით გადაუმუშავებია პირველწყაროები. მეორე ვერსიის ავტორია ანტონ I ბაგრატიონი (ქართლის კათალიკოსი 1744 – 1786 წწ.), რომელმაც თავის „მარტირიკაში“ შეიტანა „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა დიდისა მოწამისა არჩილ მეორისა, მეფისა ყოვლისა ზემოჲსა და ქუემოჲსა საქართუელოჲსა და აფხაზეთისა, ხოსროვანისა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან-ბაგრატოვანისა“, დაურთო ვრცელი საღვთისმეტყველიო შესავალი და გმირის სულიერი თვისებების წარმომჩენი შესხმა-ქება. მასვე ეკუთვნის წმ. არჩილისადმი მიძღვნილი ორი ჰიმნოგრაფიული კანონი, რომლებიც შეტანილი აქვს „თვენში“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9