ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰს ჰუ
ჰრო

ჰრომანა (IX ს.)

რომანა, ძველი ქართული სასულიერო და კულტურული კერა ბიზანტიაში, კონსტანტინოპოლის მახლობლად; ააშენეს წმ. ილარიონ ქართველის მოწაფეებმა მისი გარდაცვალების შემდეგ, 876 წ., იმპერატორ ბასილის ხელშეწყობთ. ჩვენამდე მოღწეულია მონასტერში მომზადებული ორი ქართული ხელნაწერი: 1066 წ. სვიმეონ დვალის მიერ გადაწერილი ექვთიმე მთაწმიდელის თარგმანების კრებული და XII – XIII სს. მიჯნაზე ვინმე „იოანე უღირსის“ მიერ გადაწერილი ვანის სახარება. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მონასტერი 980 წლიდან ქართული აღარ ყოფილა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9