რომის იმპერიის მთავარი ქალაქი, დღეს – იტალიის დედაქალაქი; რომაული მითოლოგიის თანახმად, დაარსდა ძვ. წ. 753 წელს და მის დამაარსებლად ლეგენდა რომულუსს ასახელებს, თუმცა იგი ბევრად უფრო ადრე იყო დასახლებული, რის გამოც ითვლება ერთ-ერთი უძველეს ქალაქად ევროპაში, დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთ აკვნად. რომი მოიხსენიებოდა, როგორც „Roma Aeterna“ (მარადიული ქალაქი) და „Caput Mundi“ (მსოფლიოს დედაქალაქი).
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].