აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არგ არდ არე არვ არი არმ არს არტ არქ არშ არჩ

არჩილ მეფე (1647 – 1713 წწ.)

არჩილ II, მეფე-პოეტი, ვახტანგ V-ის ძე; მისი პოეტური მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალფეროვანია. უმთავრესი ნაწარმოებია ისტორიული პოემა „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“ („თეიმურაზიანი“). სათავე დაუდო ეროვნულ-პატრიოტული თემატიკის დამკვიდრებას, შეუპოვრად ებრძოდა სპარსულ ზეგავლენას იდეოლოგიურ სფეროში, მოითხოვდა ქართული ენის სიწმინდის დაცვას (კრებ. „სამიჯნურო“). შექმნა სახელმძღვანელო ტრაქტატი „საქართველოს ზნეობანი“, „დიდაქტიკურ-მორალისტური „ლექსნი ასნი ორმუხლნი“, აგრეთვე – „გაბაასება კაცისა და სოფლისა“, პატარ-პატარა სატრფიალო ლექსთა კრებული „სამიჯნურონი“, „ანბანთქება“, „ჩარხებრ მბრუნავი ლექსი“, გალექსა „ვისრამიანი“, რუსულიდან თარგმნა „ალექსანდრიანი“, მსოფლიო ისტორია – „ქრონოგრაფი“ და სხვ. არჩილმა ქართულ ლიტერატურაში დაამკვიდრა „მართლის თქმის“ პრინციპი, რომლის მიხედვითაც მწერლობამ უნდა ასახოს დროსა და სივრცეში რეალურად მომხდარი ფაქტი, კონკრეტულ-ისტორიული სინამდვილე; რაც არ ყოფილა ისტორიულად, ის მონაჭორია, ზღაპარი და „ტყუილად გასაგონარი“; ასახვა უნდა მოხდეს „მართლის თქმის პრინციპით“, ავისა და კარგის წარმოჩენით; ქება არ გულისხმობს ხოტბა-შესხმას, რიტორიკულ გადაჭარბებას; სპარსოფილობას არჩილი უპირისპირებს ეროვნულ თემატიკას. მისი მთავარი პრინციპი ისაა, რომ მწერალი უნდა ასახავდეს საქართველოს წარსულსა და აწმყოს. არჩილმა 1705 წ. დააარსა ქართული სტამბა. გარდაიცვალა მოსკოვში. დაკრძალულია დონის მონასტერში.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9