შაჰ-აბას // შაჰაბაზ II // სულთან მუჰამად მირზა, ირანის შაჰი სეფიანთა დინასტიისა. სეფი I-ისა და ანა ხანუმის ვაჟი, აბას I-ის შვილთაშვილი; ხელი შეუწყო რუსეთსა და ევროპის ქვეყნებთან ირანის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას. ცდილობდა განეხორციელებინა აბას I-ის დამპყრობლური გეგმები კახეთის მიმართ, რამაც გამოიწვია სახალხო აჯანყება კახეთში (1659 წ.). აბას II-ის დროს ირანის პოლიტიკური და კულტურულ სარბიელზე მრავალი ქართველი მოღვაწეობდა: სპასალარი როსტომ-ხან სააკაძე, მარვის მმართველი ასლან-ხანი, დერუნის ოლქის (ხორასანი) მმართველი ქაიხოსრო-ხანი, ადამ ანდრონიკაშვილი, ტარუღას ნაიბები: ფარსადან გორგიჯანიძე, პაატა-ბეგ გურჯი და სხვ.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]