| | |
საეკლესიო მწერლობის ჟანრი, ვნებებთან ბრძოლის ხელოვნება, რომელიც წარმოადგენს საერო ცხოვრებისაგან განდგომილი ბერ-მონაზვნებისადმი მიმართულ ზნეობრივ შეგონებებს; ასახავს ასკეტ-მონაზონთა იდეალებსა და მისწრაფებებს, მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის წესს. ასკეტიკა არის სამონასტრო ცხოვრების განვითარებასთან დაკავშირებული ლიტერატურა, სულიერი სრულყოფილებისაკენ მისტიკური სწრაფვა და, მეორე მხრივ, ამ მისწრაფების რეალიზაციის ასკეტიკური ფორმები შეადგენენ ქრისტიანული მწერლობის ერთ-ერთი უძველესი დარგის – ასკეტიკა-მისტიკის ძირითადს შინაარსს. ასკეტიკურ-მისტიკური სასულიერო მწერლობის დარგი შეიძლება ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ნაწილად წარმოვიდგინოთ:
1. მონაზონთა დამოძღვრა-სწავლება სულიერი და ზნეობრივი შეგონებებით, მონაზონთა ქცევისა და მოვალეობათა განსაზღვრა;
2. მოკლე, ანუ პატერიკულ „სულთმარგებელი“, თხრობანი მკითხველთა და მსმენელთა სულიერი და ზნეობრივი სრულყოფისა და მონაზვნური ცხოვრების უპირატესობის ჩვენებით. ქართულ ხელნაწერ ტრადიციაში ცნობილი არიან საქართველოში მოღვაწე სამონასტრო ცხოვრების დამაარსებელი წმ. ასურელი მამები და გრიგოლ ხანძთელი.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |