ასირიელები, ასურები, სირიელები, არამეელები, ქალდეელები (საკუთარი სახელწოდება ათურაი, სურაი, ქალდაი); სემიტური მოდგმის ხალხი, არამეელების შთამომავალნი. ასურეთი ძველი სახელმწიფოა დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, მდ. ტიგროსისა და ევფრატის აუზში. ჩამოყალიბდა ძვ. წ. II ათასწლეულში შუამდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში და იარსება ძვ. წ. VII ს. ბოლომდე.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]