აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
ატრ

ატროშანი // არტოშანი

ზოროასტრიზმი // მაზდეანობა, ირანული წარმოშობის დუალისტური რელიგია, ჩაისახა და აღმოცენდა სპარსეთში. მის დასაბამს წინასწარმეტყველ ზარათუშტრას მიაკუთვნებენ, რომელსაც დასავლეთში იცნობენ მისი სახელის ბერძნული ვერსიით – ზოროასტრით. ზოროასტრიზმში უმაღლესი ღვთაებაა აჰურა მაზდა. მას დასაბამიდანვე უპირისპირდება ბოროტებისა და წყვდიადის მეუფე აჰრიმანი. აჰურა მაზდას გვერდით დგანან კეთილი ძალები: მითრა (აჰურა მაზდას შვილი, ციდან ჩამოვიდა და კაცის სახე მიიღო), ასევე კეთილი ანგელოზები – აზატები. აჰრიმანთან არიან ბოროტი სულები: დევები და ეშმაკები. აჰურა მაზდას სიმბოლოა ცეცხლი. დაუსრულებელი კონფლიქტი ბოროტსა და კეთილს შორის განასხვავებს ზოროასტრიზმს სხვა მონოთეისტური მოძღვრებებისგან, რომელთაც მხოლოდ ერთი უზენაესი ძალა გააჩნიათ. სასანიდთა დინასტიის მეფობის პერიოდი (III – VI სს.) ის ხანაა, როცა ირანი უკვე ძალით ცდილობდა ზოროასტრიზმის გავრცელებასა და სახელმწიფო რელიგიად ქცევას აღმოსავლეთ საქართველოში. მას მწვავედ დაუპირისპირდა ქრისტიანობა. ამ ბრძოლის კვალი კარგად ჩანს იმდროინდელ ქართულ წერილობითს წყაროებსა და მხატვრულ ლიტერატურაში („წმ. შუშანიკის წამება“, „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“, ლეონტი მროველისა და ჯუანშერის ისტორია და სხვ.). მიუხედავად ამ ბრძოლისა, ჯუანშერის ცნობით, საქართველოში ყოფილა „საგზებელი ცეცხლისაჲ“ ლოპოტის ხევსა (კახეთი) და ნიქოზში.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9