უდიდესი ქრისტიანული საუფლო დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 7-კვირიანი მძიმე მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. თავდაპირველად ზეიმობდნენ მხოლოდ ვნების დღეებს. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წ. დაადგინა აღდგომის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]