საღვთო წიგნების კრებული, „ბიბლიის“ ნაწილი, რომელშიც გადმოცემულია იესო ქრისტეს მოძღვრება. ახალი აღთქმის წიგნების (სულ 27) პირველი ნაწილია „ოთხთავი“, ანუ 4 სახარება წმინდა მახარებელთა მათესი, მარკოზისა, ლუკასა და იოანესი. მას მოსდევს „საქმე მოციქულთა“, „კათოლიკე ეპისტოლენი“ (7), „ეპისტოლენი წმინდისა მოციქულისა პავლესნი“ (14) და „გამოცხადება იოანესი“, ანუ „აპოკალიფსი“.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]