აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
ახა ახი ახმ

ახმეტა

ქალაქი მდ. ალაზნის მარჯვენა მხარეს; აქ მდებარეობს VI ს. სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც იყო წმ. ანტონ მარტყოფელის დროებითი ადგილსამყოფელი, აქვეა დარბაზული ეკლესია. თქმულების მიხედვით, თამარ მეფეს ძალზე მოსწონებია წყლითა და ნოყიერი ნიადაგით მდიდარი ეს კუთხე და უნატრია: ახ, ნეტავ, აქ ზვარი და ხეხილი გაშენდესო. მეფის სურვილი ასრულებულა, დასახლებისთვის კი ახმეტა დაურქმევიათ. ნახსენებია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „შესხმაჲ წმიდათა მოწამეთა ბიძინასი, შალვასი და ელისბარისი და უწყებაჲ წამებისა მათისა“: „ჩავლეს ახმეტა“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9