ღვთაება, რომელსაც ახლო აღმოსავლეთისა (ქანანური ცივილიზაცია) და აფრიკის თითქმის ყველა ხალხი ეთაყვანებოდა. მოსეს რჯულის მიერ დაწესებული მკაცრი აკრძალვის მიუხედავად, ამ კულტისადმი გულგრილნი არ იყვნენ ისრაელის მცხოვრებნიც. მეფე აქაბის დროს ისრაელის სამეფოში ბაალის კულტის 450 ღმრთისმსახური ყოფილა. ამის გამო წინასწარმეტყველები ბაალს კერპთაყვანისმცემლობის მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. ბიბლიაში აღწერილია ელიას გამარჯვება ბაალის ღვთისმსახურებთან კამათში კარმელის მთაზე. ბაალის კულტი ებრაელთა გადასახლების ხანაში მოისპო. ნახსენებია ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.).
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]