ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბაა ბაბ ბაგ ბაზ ბაკ ბალ ბან ბარ ბას ბაღ ბახ

ბაბილოვნი // ბაბილონი

ბერძნ. „ღმერთის კარიბჭე“

უძველესი ქალაქი მესოპოტამიაში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. ქალაქმა მრავალი მძიმე განსაცდელი გადაიტანა: დაიპყრეს ხეთებმა, მოექცა კასიტების მმართველობის ქვეშ, ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში ბაბილონის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს ებრძოდნენ ასურული და ქალდეველთა არამეული ტომები. ძვ. წ. 732 წლიდან ასურეთის შემადგენლობაში იყო. ბაბილონისთვის ყველაზე ტრაგიკული მოვლენა აღმოჩნდა ასურეთის მეფის, სინახერიბის, ბრძანება, რომლის თანახმადაც ქალაქი დაანგრიეს და აღგავეს პირისაგან მიწისა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9