ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბაა ბაბ ბაგ ბაზ ბაკ ბალ ბან ბარ ბას ბაღ ბახ

ბაგრატ კურაპალატი (IX ს.)

ტაო-კლარჯეთის მთავარი (826 – 876 წწ.), ძე აშოტ I კურაპალატისა. დაახლოებით 830 წ. ბიზანტიის კეისრისაგან მიიღო „ქართველთა კურაპალატის“ ტიტული. იბრძოდა მთელი ქართლის შემოსაერთებლად. ბაგრატ I-ის დროს ტაო-კლარჯეთში გრძელდებოდა აშოტ I-ის მიერ დაწყებული დიდი საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობა, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი წმ. გრიგოლ ხანძთელი იყო. მკვლევართა ერთი ნაწილი მის სახელს უკავშირებს „სამართლის წიგნის“, ე.წ. „ბაგრატის სამართლის“ შედგენას.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9