ებრაელთა მამამთავარი, რომელმაც პირველმა აღიარა ერთღმერთიანობა, რის გამოც წარმართი თანამემამულენი დევნიდნენ. მან დატოვა სამშობლო და უფლის „აღთქმულ ქვეყანაში“ – ქანაანში (პალესტინა) გადასახლდა. იცოცხლა 175 წელი. ყურანში აბრაამი მიჩნეულია ებრაელთა და არაბთა საერთო წინაპრად, მაჰმადის ერთ-ერთ წინამორბედად.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]