ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბაა ბაბ ბაგ ბაზ ბაკ ბალ ბან ბარ ბას ბაღ ბახ

ბანა (VII ს.)

ძელი ჭეშმარიტის (ძელი ცხოველი, იგივე წმ. ჯვარი) სახელობის საკათედრო ტაძარი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაოში. VII ს. შუა წლებში აქ ააშენეს დიდი ეკლესია. ადარნასე II-ის დროს (881 – 923 წწ.) დაარსდა ბანის საეპისკოპოსო, ხოლო ტაძარი გადაკეთდა. XI ს. ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე გვამცნობს, რომ ტაძარი კვირიკე ბანელის ხელით აუგია ადარნესე II-ს, დავით I კურაპალატის ძეს. ბანა ქართველ მეფეთა საზაფხულო სამყოფი და განსასვენებელი იყო. X – XI სს. აქ მოღვაწე ზაქარია ბანელის თაოსნობით ბევრი ხელნაწერი შეიქმნა. საისტორიო წყაროს მიხედვით, ტაძარი ძელი ცხოველის (ძელისა ჭეშმარიტისა) სახელობის იყო. ამჟამად ძეგლი მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე, ერზურუმის პროვინციის შენქაიას ილჩეს სოფელ პენეკში, მდ. პენეკ-ჩაის მარჯვენა ნაპირზე.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9