აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
აბა აბბ აბდ აბე აბი აბო აბრ აბუ

„აბუკურაჲ“

ძველი ქართული მწერლობის ძეგლი. ამ სახელწოდების მქონე ნაწარმოების არსებობა მეცნიერებისათვის ცნობილი გახდა „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებიდან“, რომელშიც იხსენიება მხოლოდ ძეგლის სათაური „აბუკურა“. XIX საუკუნის 80-იან წლებში გამოითქვა ვარაუდი, რომ ის შეიძლება გულისხმობდეს რომელიმე აპოკრიფს (ძველ ქართულში დამოწმებული აბუკოროფა // აპუკოროფას ანალოგიით) ან ხარანის ეპისკოპოს თეოდორე აბუკურას რომელიმე თხზულებას. კ. კეკელიძემ გამოსცა „წამებაჲ წმიდისა მიქაელისი“. მასში აღწერილია საბაწმინდის მოღვაწის, მიქაელის, ამბავი, რომელიც თავის მოწაფეთათვის თეოდორე აბუკურას უამბია. მთხრობელის სახელი „აბუკურა“ შემდეგ თხზულებას დარქმევია. „აბუკურა“ დაწერილია არაბულ ენაზე ვინმე ბასილის მიერ (IX ს.), რომელიც X ს. დამდეგს ქართულად უთარგმნია უცნობ პირს. წმ. გიორგი მთაწმიდელის მიხედვით, ქართული ტექსტი ბერძნულად თარგმნა წმ. ექვთიმე მთაწმიდელმა. „აბუკურას“ მეორე რედაქცია შეტანილია „წმ. თეოდორე ედესელის ცხოვრებაში“, რომელიც ბერძნულიდან ქართულად თარგმნა ეფრემ მცირემ.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9