ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბაა ბაბ ბაგ ბაზ ბაკ ბალ ბან ბარ ბას ბაღ ბახ

ბარდა სკლიაროსი (X ს.)

ბარდა სკლეროსი, ბიზანტიელი პოლიტიკური მოღვაწე, პატრიკიოსი, უზურპატორი; დაწი56 ნაურდა იმპერატორ იოანე ციმისკეს დროს. პირველად მასვე უჯანყდა, მაგრამ დამარცხდა და შეიწყნარეს. 976 წ. ხელახლა აჯანყდა მცირეწლოვანი ბასილი II-ისა და კონსტანტინე VIII-ის დროს. იმპერიის მმართველმა სასწრაფოდ გამოიძახა ექსორიაში მყოფი სარდალი ფოკა ბარდა და აჯანყების ჩახშობა დაავალა, მაგრამ ისიც დამარცხდა. მაშინ ბიზანტიის მთავრობამ დავით კურაპალატს მიმართა ათონის ივერთა მონასტერში მყოფი ბერის, იოანეს (თორნიკე ერისთავის), საშუალებით. თორნიკე ერისთავმა 12 ათასი რჩეული ქართველი მეომრით ფოკა ბარდასთან ერთად დაამარცხა ბარდა სკლიაროსი (979 წ.).

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9