ბასილი ვაჩეს ძე, მწერალი და საეკლესიო მოღვაწე, კათოლიკოსი. ვარაუდობენ, რომ ის იყო ეფრემ მცირის ძმა. სწავლა-განათლება კონსტანტინოპოლში მიუღია. სამშობლოში დაბრუნებული შიომღვიმის სავანეში დამკვიდრებულა. მიჩნეულია წმ. შიო მღვიმელის „სასწაულთა“ შემკრებად და აღმწერლად. მისი თხზულებები „თხრობაჲ სასწაულთათჳს წმიდისა და ღმერთ-შემოსილისა მამისა შიოჲსთაჲ“ და „დასდებელი შიოჲსი“ შეიცავენ საქართველოს ისტორიისათვის საინტერესო მასალებს.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]