წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის ბაბუა (დედის მამა), რომელმაც თავისი პატარა შვილიშვილი მძევლად ჩაიყვანა კონსტანტინოპოლში ნიკიფორე იმპერატორის კარზე. როცა ეს შეიტყო ულუმბოს მთაზე მყოფმა იოანე მონაზონმა, გაეშურა შვილის სანახავად. სიძესა და სიმამრს შორის გამართული კამათის შემდეგ ეფთვიმე, მამასთან ერთად, ულუმბოს მთაზე წავიდა. ცოტა ხანში კი მამა-შვილი ათონზე გადავიდა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]