არაბთა სახალიფოს დედაქალაქი, გაშენებულია მდ. ტიგროსის ნაპირებზე, ხმელთაშუა ზღვისპირეთისა და ცენტრალური და სამხრეთი აზიი ქვეყნების დამაკავშირებელ გზაჯვარედინზე. დააარსა ხალიფა ალ-მანსურმა 762 წ. და აქცია აბასიანთა სახალიფოს დედაქალაქად. ძველ ქართულ ტექსტებში მოიხსენიება ბაბილოვნის სახელითაც.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]