ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე კახეთში; აგებული უნდა იყოს XVII ს. 50-იანი წლების ბოლოს, ირანის შაჰის აბას II-ის ბრძანებით. სავარაუდოდ, სახელი ეწოდა აქ მდებარე სოფელ ბახტრიანის მიხედვით. 1659 წ. კახეთის აჯანყების დროს მთავარი ბრძოლა ბახტრიონთან მოხდა. აჯანყებულებმა გაანადგურეს გარნიზონი და ციხეც დაანგრიეს. მას შემდეგ იგი არ აღუდგენიათ.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]