ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბებ ბევ ბეთ ბენ ბერ ბეს ბეშ

ბევრეული (VIII – IX სს.)

მონაზვნობაში ანასტასია, ბაგრატ შაროელის ასული, მონაზვნად აღკვეცამდე მეფე ადარნასეს ცოლი იყო და, როგორც დედოფალი, ეხმარებოდა მონასტერს. მონაზვნად აღკვეცის შემდეგ მონასტერში ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს აღასრულებდა, ძაძა ემოსა, თავისი ხელით ეზიდებოდა ტყიდან შეშასა და გამუდმებით ლოცულობდა. ბევრეულის ფერსათის მონასტერში ლოცვის შედეგად განიკურნა ადარნასე (რომელმაც უკანონოდ მოიძულა ცოლი). მის საფლავთან განიკურნენ მისი შვილები, გურგენ კურაპალატი და სუმბატი. ამან დასაბამი მისცა იმავე საფლავთან სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილთა განკურნებასაც.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9