1. მოხუცებული; მონაზონი კაცი. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, „ხან-მრავალი კაცი“;
2. საეკლესიო ან სამონასტრო კრებულის სულიერი მოძღვრის ტიტული ძველ საქართველოში. ბერი განსწავლულ სულიერ მონაზონთაგან შეირჩეოდა და იკურთხებოდა მოძღვრად. მოგვიანებით „ბერმა“ მონაზვნის სინონიმური მნიშვნელობა შეიძინა და მონასტერში (ზოგჯერ სრულიად განმარტოებით) ასკეტურად მცხოვრობს დაუკავშირდა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]