ღვთისმშობლის მონასტერი ისტორიულ საქართველოში, კლარჯეთში. დაარსდა წმ. გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს. ცნობილია ბერთის ორი ოთხთავი: ერთი (X ს.) დაცულია აშშ-ში და მეორე (XII ს.), რომელიც ბეშქენ ოპიზარს ოქროჭედურ ყდაში ჩაუსვამს. ბერთაში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მწიგნობარი ზეკეპე ბერთელი (X ს.). კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ ოსმალებმა ბერთის მონასტერი გაძარცვეს და მეჩეთად გადააკეთეს. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]