ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბრე

ბრეთის მონასტერი (VI – VII სს.)

წმ. მამა პიროს ბრეთელის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს სოფელ ბრეთში (ქარელის მუნიციპალიტეტი). როგორც ცნობილია, VI ს. შუა წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ წმ. ასურელი მამები – იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები. მათ შორის მოიხსენიება მამა პიროს ბრეთელიც. მის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი წარმოადგენდა კულტურულ-საგანმანათლებო, მწიგნობრობისა და ხელოსნობის მნიშვნელოვან კერას.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9