სპასპეტი (მხედართმთავარი), არაბთა ჯარის წინამძღვარი, ნეოფიტე ურბნელის თანამებრძოლი; ქართლის კათოლიკოსსამოელის დროს, VII ს-ის II ნახევარში, როდესაც ქართლი არაბთა ხელში იყო, ქართლის დასარბევად მოსულა არაბთა მთავარსარდალი აჰმადი, თავის ლაშქართან ერთად. მის ლაშქარში რაზმის უფროსები იყვნენ უმარი (შემდგომში წმ. ნეოფიტე ურბნელი) და ბურული. მოხსენიებულია „წმ. შიოს სასწაულებსა“ და „წმ. ნეოფიტე ურბნელის ცხოვრებაში“.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]