ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, რომელიც პალესტინაში მცირე ქანაანურ ტომს ეკუთვნოდა. როდესაც ებრაელებმა „აღთქმულ მიწაზე“ გაილაშქრეს, ეს ქალაქი და მიმდებარე ტერიტორია ისრაელის თორმეტი ტომიდან ერთ-ერთს ჩაუვარდა ხელში, შემდეგ კი ლევიტთა ქალაქი გახდა და რელიგიური მნიშვნელობა შეიძინა. გაბაონში იდგა მოსეს დროს შექმნილი უფლის მოძრავი ტაძარი.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]