კლარჯელი ფეოდალი, „აზნაური დიდებული“, „დიდებული მთავარი“, „ერისმთავარი“, „კეთილად მორწმუნე“, რომელიც დიდ დახმარებას უწევდა წმ. გრიგოლ ხანძთელს სამონასტრო მშენებლობაში, კერძოდ, – ხანძთის მონასტრის აშენებაში. გიორგი მერჩულე მის შესახებ წერს: „ესე აზნაური შემკულ იყო ყოვლითა სისრულითა და სიმდიდრითა, სიბრძნითა, ჰასაკითა და ახოვნებითა, და ყოველსა ზედა საქმესა განმარჯუებითა და კეთილადმორწმუნეობითა ქებულ იყო“.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]