გა გე გვ გი გო გრ გუ გჳ
გაა გაბ გაგ გაი გალ გან გარ

გაბრიელ მთაწმიდელი (X ს.)

ღირსი გაბრიელ ხატმიმრქმელი, გაბრიელ ათონელი, ათონის ქართველთა მონასტრის ბერი, რომლის სახელთან დაკავშირებულია ათონის ივერთა მონასტრის კარის ღვთისმშობლის (პორტაიტისა) ხატის მოპოვების ისტორია: ხატმბრძოლობის დროს ერთმა მორწმუნე ქვრივმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, დაღუპვისაგან გადარჩენის მიზნით, ზღვას გაატანა. ორი საუკუნის შემდეგ ათონის ივერთა მონასტრის ბერებმა დაინახეს ზღვაში ნათლის კაშკაშა სვეტი, რომელიც თავზე ადგა ღვთისმშობლის ხატს. მხცოვანი ქართველი ბერი გაბრიელი შევიდა ზღვაში, წყლის ზედაპირი ისე გაიარა, როგორც – ხმელეთზე და მიირქვა წმიდა ხატი. გადმოცემით ეს მომხდარა 999 წ.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9