გა გე გვ გი გო გრ გუ გჳ
გაა გაბ გაგ გაი გალ გან გარ

გაბრიელ მცირე (XVIII ს.)

ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი და კალიგრაფი, დავითგარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერის ბერი, რომელსაც მოთარეშე ლეკებმა მოჰკვეთეს თავი; დასფლავებულია გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში. მან შეადგინა რამდენიმე ლიტურგიკულ-ზნეობრივი ხასიათის კრებული: „მღვდელმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაჲ სახისმეტყუელებითი, ვითარმედ ყოვლსავე მღვდელმოქმედებასა მისსა საიდუმლოებით ძალი უპყრიეს“, „მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონისათვის“, „სულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყვარეთანი“, „ცხოვრება და მოღვაწება ღირსისა მამისა ჩვენისა სქემოსან ონისიფორესი“, „მოკლე მოთხრობა პროფირისათვის“. გაბრიელ მცირის ორიგინალური მემუარული თხზულებანი თავმოყრილია ხელნაწერ კრებულში, რომელსაც „ჯვარშემოსილი“ ეწოდება (დაცულია ბოდლის ბიბლიოთეკაში, მარჯორი უორდროპის ფონდში).

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9