გა გე გვ გი გო გრ გუ გჳ
გაა გაბ გაგ გაი გალ გან გარ

„გარესჯელთა წამება“

ანტონ I კათალიკოსის „მარტირიკაში“ (XVIII ს.) შეტანილია თხზულება „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდათა ღირსთა მოწამეთა გარესჯელთა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან-ბაგრატოვანისა“. მასში არ არის დასახელებული არც ერთი ისტორიული ფაქტი, არ არის მითითება რომელიმე წყაროზე, არაფერია თქმული მომხდარის ქრონოლოგიაზე. ტექსტში საუბარია სპარსელთა მიერ გარეჯელ ბერ-მონაზონთა გაჟლეტის ფაქტის შესახებ 1668 _1669 წწ., რომელიც ავტორისთვის ზეპირი გადმოცემით არის ცნობილი. ანტონის თხრობაში ძირითადი ადგილი უჭირავს გარეჯის მონასტერთა ჩვეულების აღწერას, რომლის მიხედვითაც, დიდმარხვის დამთავრებისა და აღდგომის დადგომის ღამეს გარეჯის ყველა მონასტრის მონაზვნები იკრიბებოდნენ აღდგომის ეკლესიაში და ერთად დღესასწაულობდნენ. ეს ამბავი იცოდნენ ყარაიის მიდამოებში მცხოვრებმა სპარსელებმა, რომლებმაც ერთ-ერთი ასეთი დღესასწაულის დღეს, როდესაც ყველა მონასტრის ბერები ერთად იყვნენ თავშეყრილი, განიზრახეს მათი გაჟლეტა და მონასტრების გაძარცვა. მათ თავიანთი განზრახვა სისრულეში მოიყვანეს.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9