აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
აგა აგი

აგიოგრაფიის განსახოვნებისათვის

აგიოგრაფიულ სახეებს ორი მხარე აქვს: რელიგიური, სულიერი, ამაღლებული, მისტიკური და მხატვრულ-ესთეტიკური. მისტიკური სიმბოლიკა რეგლამენტირებულია, მას განსაზღვრული კანონიკა ახლავს და იქ თავისუფალი გააზრების შემოტანა მკრეხელობადაც კი ითვლება. მხატვრულ-ესთეტიკური ყოველთვის შეიცავს თავისუფალი გააზრების პოტენციალს და ამაშიც ვლინდება მისი მარადიულობა. აქ ყველაფერი გათვლილია და ემსახურება მთავარი გმირის – წმინდანის სახის სრულყოფას, რომელიც, აბსტრაქტული მონუმენტალიზმის კვალობაზე, თავის თავში მოიცავს ქრისტიანულ სათნოებებსა და ბიბლიური სახე-სიმბოლოების მეშვეობით, კონკრეტულ მნიშვნელობასთან ერთად, სულიერი შინაარსის მომცველია. აგიოგრაფიის მიზანდასახულობაა შემოინახოს სიწმინდე და მოგვცეს ნიმუში ახოვანი მხედრისა, რომელსაც უნდა ვბაძავდეთ. აგიოგრაფია სულის საიდუმლოს განდობაა, ქრისტეს სიყვარულისთვის თავდადებული სულის ასახვაა, ზნეობისა და სრულყოფილებისაკენ სწრაფვაა, მარადიულთან, მშვენიერთან, ამაღლებულთან მიახლების გზაა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9