გა გე გვ გი გო გრ გუ გჳ
გიო

„გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება“

„ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმიდელისაჲ“ - გიორგი მთაწმიდელის გარდაცვალების შემდგომ (1065 წ.), შავი მთის ქართველმა მოღვაწემ გიორგი დაყუდებულმა ორგზის მიმართა თხოვნით გიორგი მცირეს (ხუცესმონაზონს), რათა აღეწერა წმ. გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება. ამასვე ითხოვდა მისგან იოანე ჭყონდიდელი, რომელიც ბაგრატ მეფის დავალებით იყო ჩასული კონსტანტინოპოლში. ასე შეიქმნა გიორგი მცირის „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმიდელისაჲ“. თხზულების დაწერის ზუსტი თარიღი უცნობია. ტექსტიდან ჩანს, რომ ავტორი თავისი თხზულების დაწერას შესდგომია გიორგი მთაწმიდელის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, ანუ 1066 წლის პირველი ნახევრიდან.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9