დიდი აზნაური სამცხეში, ჩორჩანელების საგვარეულოს წარმომადგენელი. პირველად ბასილი ზარზმელის „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“ (IX ს.) იხსენიება, როგორც დიდი მთავარი. გიორგი ჩორჩანელის დახმარებით ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ წმ. სერაპიონმა ააშენა ზარზმის მონასტერი, რომელსაც გიორგიმ სამფლობელოდ ვრცელი ტერიტორია უწყალობა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]