გა გე გვ გი გო გრ გუ გჳ
გობ გოდ გოლ გომ

„გობრონის მარტვილობა“

„წამებაჲ წმიდისა მოწამისა გობრონისი, რომელი განიყვანეს ყუელის ციხით“ // „წამებაჲ წმიდისა მოწამისა გობრონისი“ _ თხზულებაში აღწერილია არაბთა ამირას აბუ ლ-კასიმის მიერ 914 წ. სამცხე-ჯავახეთის აოხრების, ყველისციხის ქართველ მეციხოვნეთა მეთაურის, წმ. გობრონის, ტყვედ ჩავარდნისა და სიკვდილით დასჯის ამბავი, კერძოდ: X ს. დასწყისში სომხეთსა და საქართველოს შემოესია იუსუფ აბუსაჭის ძე (აბუ ლ-კასიმი), რომელმაც ჯერ მოაოხრა სომხეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი, შემდეგ გადავიდა კახეთში, განაგრძო გზა ქართლისაკენ, დალაშქრა სამცხე-ჯავახეთი და შეჩერდა ყველისციხეში. აბუ ლ-კასიმის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებით გამოირჩეოდა მიქელ-გობრონი, რომელმაც უარი თქვა გამაჰმადიანებაზე და ამირას ბრძანებით სიკვდილით დაისაჯა. აბუ ლ-კასიმს ვერც სომხეთის მეფე სუმბატ აშოტის ძე გადაურჩა.

X ს-ის ქართველმა მწერლმა სტეფანე მტბევარმა ნაწარმოები ტაო-კლარჯეთის ერისთავთ-ერისთავის, აშოტ კურაპალატის, დაკვეთით დაწერა 914 – 918 წწ. აგიოგრაფი დაწვრილებით არაფერს გვეუბნება წმ. გობრონის წარმომავლობისა და ვინაობის შესახებ. წმინდანის შესახებ ცნობები არც სხვა ისტორიულ წყაროებში მოიპოვება. „მატიანე ქართლისაჲ“ გაკვრით მიუთითებს გობრონის პიროვნებაზე. ქართველ წმინდანთა მოსახსენებლებში მიქაელ-გობრონი გობრონის სახელით იხსენიება. ნიკოლოზ ორბელიანის (1672 – 1732 წწ.), სულხან-საბა ორბელიანის ძმის, მიერ ხუთსტრიქონიან იამბიკოებად დაწერილ ცისკრის „აქებდითსა ზედა დასდებელთ“ უკანასკნელ მუხლში სხვა მრავალ წმინდანთა შორის წმ. გობრონიცაა დასახელებული. სომხური წყაროები მიქელ-გობრონს მიქაელ-გუგარელს უწოდებენ.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9