გა გე გვ გი გო გრ გუ გჳ
გრი

გრიგოლ ნოსელი (IV ს.)

ბერძენი საეკლესიო მწერალი, ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი. ბერძნული პატრისტიკისა და კაპადოკიელ თეოლოგთა დიდი სამეულის (გრიგოლ ნოსელი, მისი ძმა, ბასილი დიდი, და გრიგოლ ნაზიანზელი) წარმომადგენელი. დიდი გავლენა იქონია ქართულ კულტურაზე როგორც უშუალოდ, ისე – არეოპაგიტიკის მეშვეობით. მისი შრომები თარგმნეს დავით ტბელმა, ექვთიმე მთაწმიდელმა, გიორგი მთაწმიდელმა, ეფრემ მცირემ. ქართულად ნათარგმნ შრომებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“ და „კაცისა შესაქმისათჳს“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9