გა გე გვ გი გო გრ გუ გჳ
გრი

გრიგოლ ღვთისმეტყველი ( IV ს.)

წმ. გრიგოლ ნაზიანზელი ღვთისმეტყველი, მწერალი და მოაზროვნე. თავდაპირველად ბრწყინვალე რიტორიკული და ფილოსოფიური განათლება მიიღო ალექსანდრიაში, შემდეგ – ათენის წარმართულ აკადემიაში, სადაც დაუმეგობრდა ბასილი კესარიელს. აქვე გაიცნო მომავალი იმპერატორი იულიანე განდგომილი. იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი, თავმჯდომარეობდა კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრებას, მაგრამ კრების მსვლელობის პერიოდშივე გადადგა პატრიარქობიდან, რადგან მისი საჭეთმპყრობელობის კანონიერება ზოგიერთმა საეკლესიო მოღვაწემ უმართებულოდ მიიჩნია. იგი ნაზიანზის ეპისკოპოსობას დაუბრუნდა. გრიგოლ ნაზიანზელი უმდიდრესი ლიტერატურული მემკვიდრეობის ავტორია. მისი თხზულებები აღმოსავლური ქრისტიანული სამყაროს მრავალ ენაზეა თარგმნილი. გარკვეულია, რომ ძველ ქრისტიანულ სამყაროში, ბიბლიის შემდეგ, ყველაზე ხშირად წმ. გრიგოლის თხზულებების ციტირება ხდებოდა. ფართოდ იყო გავრცელებული ეს თხზულებები ქართულ ქრისტიანულ სამყაროშიც. მისი თარგმანები დღეისთვის ორასამდე ქართულ ხელნაწერშია დაცული.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9