აგიოგრაფიულ მწერლობას ორი ჟანრი აქვს: სისხლიანი და უსისხლო მსხვერპლი, ანუ „წამებათა“ ჟანრი, რომელშიც წმინდანი სიცოცხლეს მსხვერპლად გაიღებს უმაღლესი იდეალებისა და პრინციპების ერთგულებისთვის, ქრისტეს სიყვარულისთვის. „ცხოვრება-მოქალაქობის“ ჟანრი კი იმ ადამიანის ღვაწლს ასახავს, რომელსაც, მართალია, სისხლი არ დაუღვრია, სიცოცხლე მსხვერპლად არ შეუწირავს, თუმცა მთელი ცხოვრება იყო თავდადება, ერთგულება, სიყვარული და მსახურება ქრისტიანული იდეალებისა. ორივე შემთხვევაში წინაპირობა მოღვაწეობის დაწყებისა - ესაა სურვილი სულის გადარჩენისა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]