გა გე გვ გი გო გრ გუ გჳ
გრი

გრიგორი დიდი პართეველი (პართელი) (239 – 326 წწ.)

წმ. გრიგოლ განმანათლებელი, სომხეთის ქრისტიანული ეკლესიის ფუძემდებელი; მისი ცხოვრების ძირითადი წყაროაეკლესიის ფუძემდებელი; მისი ცხოვრების ძირითადი წყაროა აგათანგელოსის „სომხეთის ისტორია“, რომელმაც ჩვენამდე სხვადასხვა ენაზე და განსხვავებული ვერსიებით მოაღწია. წმ. გრიგოლ განმანათლებელი იყო ძე ანაკ პართელისა, რომელმაც ღალატით მოკლა სომხეთის პირველი ქრისტიანი მეფე, თრდატ III-ის მამა, ხოსრო. შურისძიების შიშით მცირეწლოვანი გრიგოლი კაპადოკიაში გახიზნეს, სადაც ქრისტიანულ წესზე აღიზარდა. სომხეთში დაბრუნებულმა კი ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო. მისი ვინაობა მალე გამომჟღავნდა, თრდატ III-ის ბრძანებით სასტიკად აწამეს და ხაროში ჩააგდეს. ღვთაებრივი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს და, ასევე, სასწაულის ძალით სამეფო კარს ქრისტიანობა მიაღებინა. მალე ქრისტიანობა სომხეთში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა და წმ. გრიგოლი პირველ ეპისკოპოსად აკურთხეს კესარეაში. იქიდან დაბრუნებულმა დიდ სომხეთში დაამსხვრია წარმართული კერპები, ბრძანა ეკლესიების აშენება. სიცოცხლის ბოლო წლებში ეპისკოპოსად აკურთხა თავისი ძე არისტაკესი, თვითონ კი განმარტოვდა დარანალის გავარის მანის ქვაბებში და იქვე აღესრულა. რამდენიმე წლის შემდეგ მისი ცხედარი გადაასვენეს სოფ. თორდანში.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9