აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
აგა აგი

აგიოგრაფიის სტანდარტული მოტივები

აგიოგრაფიულ მწერლობას ახასიათებს სტანდარტული მოტივები, მათ შორის:

• წმინდანის დაბადება ღვთისმოსავი მშობლებისაგან;

• გულგრილობა საბავშვო თამაშობებისადმი, სიმღერა-ლხინისადმი;

• განსაკუთრებული თავშეკავება;

• განმარტოებისაკენ მიდრეკილება და ა. შ.

მსგავსი კლიშეები გამოიყოფა სხვადასხვა ტიპისა და ეპოქის აგიოგრაფიულ ნაწარმოებებში, მაგალითად: მოწამეთა აქტებში, მათს უძველეს ნიმუშებში, წარმოდგენილია მარტვილის ლოცვა აღსასრულის წინ და მოთხრობილია უფლის განსაკუთრებული შემწეობის შესახებ. მოწამე იმეორებს ქრისტეს გამარჯვებას სიკვდილზე, ამოწმებს ქრისტეს საკუთარი სისხლით და ხდება „მეგობარი უფლისა“.

წმინდანთა ცხოვრება არ არის მათი ბიოგრაფიის აღწერა - ეს არის წმინდანის გზა სულის ხსნისაკენ, ხარისხი წმინდანობისა, როგორ უნდა იცხოვრო, რომ გახდე ღმერთს მიმსგავსებული, მეგობარი უფლისა. ამიტომ, სტანდარტული მოტივების ნაკრები, უპირველესად, გამოხატავს არა ბიოგრაფიის ე. წ. ლიტერატურული ხერხებით აგებულებას, არამედ სულის გადარჩენის დინამიკას, გზას ზეციური სასუფევლისაკენ.

„აგიოგრაფიის განვითარების პირველ ეტაპზე არ იგრძნობოდა მკაცრად რეგლამენტირებული სტანდარტი და კომპოზიციაც შედარებით უფრო მარტივი და სადა იყო. მერე ის დაექვემდებარა ბუნებრივ იდეურ-მხატვრულ განვითარებას და განიცადა ევოლუცია, კერძოდ: თავისუფალი, სიუჟეტურად და კომპოზიციურად სრულყოფილი რეალისტური პასაჟებიდან წმინდანის სულიერი გმირობის შაბლონურ აღწერამდე“ - ე. ხინთიბიძე.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9