გა გე გვ გი გო გრ გუ გჳ
გრი

„გრიგორი სომხითის ეპისკოპოსისა“

წმ. გრიგორ განმანათლებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცნობები მოცემულია აგათანგელოსის „სომხეთის ისტორიაში“. სწორედ ამის საფუძველზეა შექმნილი „ცხოვრების“ ბერძნული და არაბული ვერსიები. სვიმეონ ლოგოთეტის მიერ დაწერილი მეტაფრასული რედაქცია ქართულად ორჯერ უთარგმნიათ: პირველი მთარგმნელის ვინაობა უცნობია, ხოლო მეორე თეოფილე ხუცესმონაზონი (XI – XII სს.) ყოფილა. გარდა ამისა, ანტონ I კათალიკოსმა თავის „მარტირიკაში“ (XVIII ს.) შეიტანა თავისივე შედგენილი „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა მღუდელმოწამისა გრიგორი დიდისა, სომხითისა ეპისკოპოსისა და წმიდათა ღირსთა მოწამეთა ქალწულთა რიფსიმასი და გაიანასი და სხუათა მათთანათა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან-ბაგრატოვანისა“. ძველ ქართულ მწერლობაში დაცულია წმ. გრიგორისადმი მიძღვნილი საგალობლები.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9