პოლიტიკური მოღვაწე, აშოტ I დიდი კურაპალატის უმცროსი ძე, ბაგრატ I კურაპალატის თანამმართველი, ბაგრატიონთა ტაოს შტოს ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი. წარმატებით იბრძოდა არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ. სამცხეში აუგია: ოძრხე, ჯვარის ციხე და ლომსიანთა. 881 წ. ბერად აღიკვეცა, მომდევნო 882 წ. კი გარდაიცვალა. დასაფლავებულია მის მიერ მეორედ აშენებულ ოპიზის მონასტერში. გიორგი მერჩულე გვარამ მამფალს „დიდ მამფალსა“ და „დიდ ხელმწიფეს“ უწოდებს. მისივე სიტყვით, გუარამ მამფალი ფრიად სიტყვახელოვანი და განსწავლული კაცი ყოფილა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]