პირველი დედათა მონასტერი საქართველოში, ნახსენებია გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. ღირსმა გრიგოლმა „გუნათლეს ვანი“ დააარსა კლარჯელი დიდებულის, გაბრიელ დაფანჩულის, რჩევითა და მატერიალური შემწეობით. პ. ინგოროყვას ცნობით, სავანე დღემდეა შემორჩენილი „გურნათელის“ სახელწოდებით.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]