| | |
არსებობს სამი ძირითადი ტიპი აგიოგრაფიული კრებულებისა:
• კიმენი – თვითმხილველთა მიერ მარტივად, „,ლიტონად“ აღწერილი და „ენითა მსოფლელთაჲთა შეწყობილი“;
• მეტაფრასი – X ს.-ში ბიზანტიელი აგიოგრაფის, „ფრიად სიტყვიერის, ძველ ცხოვრებათა ლექსითა და შეწყობითა პირად-პირადად და ხელოვნად თავისათვისისა მიერ შემამკობელისა და უკეთილსათქმელად და უმჯობესად აღმწერელის" სვიმონ ლოგოთეტის, მეტაფრასად წოდებულის, მიერ გადამუშავებული, „გარდაკაზმული", გავრცობილი ტექსტები.
• სვინაქსარი – წმინდად ლიტურგიკული მიზანდასახულობით შედგენილი ე. წ. მცირე ცხოვრებანი, ანუ ისეთი ტექსტები, რომლებშიც მხოლოდ მთავარი და არსებითი რჩებოდა თავდაპირველი აღწერილობებისა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო ლიტურგიაზე (ისე, რომ ტექსტის სიდიდის გამო, ღვთისმსახურების დამაბრკოლებელი არ გამხდარიყო) მისი წაკითხვა და მრევლისთვის დღის წმინდანის გაცნობა.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |