სპარსეთიდან მცხეთაში ჩამოსული და გაქრისტიანებული სპარსი, რომელიც მოხსენიებულია „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“. ევსტათისა და კიდევ ექვს სხვა გაქრისტიანებულ სპარსელთან ერთად, დაატყვევეს და უსტამ მცხეთის ციხისთავთან წარადგინეს, რომელმაც თბილისს გაგზავნა ქართლის მარზპანის, არვან გუშნასპის, წინაშე. ქართლის დიდებულთა თხოვნით, მარზპანმა ქართლიდან წასვლის წინ, სხვებთან ერთად, გუშნაკიც გაათავისუფლა ციხიდან.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]